1. „კომპანია“ ვალდებულია „მომხმარებელს“ Volvo Car Sakartvelo-ს ვებ-გვერდის (
https://volvocar.ge/ ) (შემდგომში - „ვებ-გვერდი“) მეშვეობით შერჩეული საქონელი მიაწოდოს ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო მდგომარეობაში;
2. საქონელი ნივთობრივად უნაკლოა, თუ იგი შეთანხმებული ხარისხისაა, ხოლო უფლებრივად უნაკლოდ მიიჩნევა იმ შემთხვევაში, თუ მას არ ადევს ყადაღა, არ არის სამართლებრივად დატვირთული (მათ შორის, საგადასახადო გირავნობა-იპოთეკის უფლებით) და მესამე პირს არ შეუძლია განუცხადოს მყიდველს პრეტენზია თავისი უფლებების გამო.
3. „მომხმარებელი“ „ვებ-გვერდის“ მეშვეობით შერჩეული საქონლის შემოწმებას განახორციელებს საქონლის მიწოდების დროს, „კომპანიის“ სავაჭრო ობიექტზე მისვლის შემთხვევაში.
4. იმ შემთხვევაში, თუ „მომხმარებლის“ მიერ შერჩეული ავტომობილი, არ შეესაბამება ვებ-გვერდზე განთავსებულ პირობებს, „მომხმარებელი“ უფლებამოსილია უარი თქვას მის შეძენაზე, რა შემთხვევაშიც „მომხმარებელს“ დაუბრუნდება მის მიერ ვებ-გვერდის მეშვეობით შესყიდვის მიზნებისთვის გადახდილი „დეპოზიტის თანხა“ (შემდგომში - „დეპოზიტის თანხა“) სრულად „წინარე ნასყიდობის ხელშეკრულებით“ გათვალისწინებული პირობების შესაბამისად.
5. ავტომობილის შეძენის შემთხვევაში, ავტომობილზე ვრცელდება გარანტიის პირობები, რაც დეტალურად იქნება გათვალისწინებული „მომხმარებელსა“ და „კომპანიას“ შორის გაფორმებული „ნასყიდობის ძირითად ხელშეკრულებასა“ და აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე „მომხმარებლისთვის“ გადაცემული „საგარანტიო წიგნაკში“.
6. „მომხმარებლის“ მიერ ქონების შესყიდვაზე უარის თქმის შემთხვევაში, ან/და „კომპანიასთან“ გაფორმებული „წინარე ნასყიდობის ხელშეკრულების“ მოქმედების „მომხმარებლის“ მიერ ცალმხრივად შეწყვეტის შემთხვევაში, თუ ხელშეკრულების შეწყვეტა არ არის განპირობებული „კომპანიის“ მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი რომელიმე ვალდებულების დარღვევით, ასევე, „კომპანიის“ მიერ ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტის შემთხვევაში, რაც განპირობებულია „მომხმარებლის“ მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული რომელიმე ვალდებულების დარღვევით, „მომხმარებლის“ მიერ „დეპოზიტის სახით“ გადახდილი თანხის 10% სრულად დარჩება საკუთრებაში „კომპანიას“, ხოლო „დეპოზიტის თანხის“ 90% დაექვემდებარება „მომხმარებლისთვის“ უკან დაბრუნებას.