წინამდებარე „წესები და პირობები“ (შემდგომში „წესები და პირობები“) არეგულირებს შპს „სკანდინავიან ავტო თეგეტასა“ (შემდგომში - „კომპანია“) და „კომპანიის“ ვებ-გვერდის სისტემაში (შემდგომში - „სისტემა“) რეგისტრაციის მსურველს/დარეგისტრირებულ პირს (შემდგომში - „მომხმარებელი“) შორის ურთიერთობას.
1. ტერმინთა განმარტება:
„კომპანია“ - შპს „სკანდინავიან ავტო თეგეტა“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 405335766; იურიდიული მისამართი: საქართველო, ქ. თბილისი, საბურთალოს რაიონი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N137);
„მომხმარებელი“ - საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე რეგისტრირებული მეწარმე სუბიექტი, სახელმწიფო ორგანო/საჯარო სამართლის იურიდიული პირი, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი ან/და ნებისმიერი სრულწლოვანი ფიზიკური პირი;
2. ზოგადი პირობები
2.1. „სისტემაში“ რეგისტრაციით „მომხმარებელი“ აცხადებს ნებაყოფლობით თანხმობას, წინამდებარე „წესების და პირობების“ მოქმედება გავრცელდეს მასზე და შესაბამისად, „სისტემაში“ რეგისტრაციის შემდეგ, „მომხმარებელი“ ავტომატურად ექცევა წინამდებარე „წესებისა და პირობების“ მოქმედების ფარგლებში.
2.2. „მომხმარებელი“ „სისტემაში“ რეგისტრირდება წინამდებარე „წესების და პირობების“ შესაბამისად. რეგისტრაციამდე „მომხმარებელი“ ვალდებულია გაეცნოს მასში მითითებულ პირობებს. რეგისტრაციის დასრულების ღილაკზე ხელის დაჭერით დასტურდება, რომ „მომხმარებელი“ გაეცნო და დაეთანხმა წინამდებარე „წესებს და პირობებს“ და წარმოეშვა მასში გათვალისწინებული უფლებები და მოვალეობები.
3. „სისტემაში“ რეგისტრაციის პირობები
3.1. „სისტემაში“ რეგისტრაცია შეუძლია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულ ყველა მეწარმე სუბიექტს, სახელმწიფო ორგანოს, საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირს ან/და ნებისმიერ სრულწლოვან ფიზიკურ პირს.
3.2. რეგისტრაციისას „მომხმარებელი“ ვალდებულია სარეგისტრაციო ფორმაში მიუთითოს შემდეგი სახის ინფორმაცია:
3.2.1. იურიდიული პირის შემთხვევაში:
ა) სახელწოდება;
ბ) საიდენტიფიკაციო ნომერი;
გ) ფაქტობრივი მისამართი;
დ) წარმომადგენლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი;
ე) საკონტაქტო ტელეფონის ნომერი;
3.2.2. ფიზიკური პირის შემთხვევაში:
ა) სახელი, გვარი;
ბ) პირადი ნომერი;
გ) ფაქტობრივი მისამართი;
დ) საკონტაქტო ტელეფონის ნომერი.
3.3. „მომხმარებელი“ წინამდებარე „წესების და პირობების“ 2.2 პუნქტში მითითებული ველების სრულყოფილად შევსების შემდეგ, დადასტურების ღილაკის მეშვეობით, ეთანხმება წინამდებარე „წესებსა და პირობებს“, რითიც სრულდება „მომხმარებლის“ „სისტემაში“ რეგისტრაციის პროცესი და რის შემდეგაც „მომხმარებელს“ მიეცემა „სისტემაში“ განთავსებული პროდუქციის „სისტემაში“ არსებული წესების შესაბამისად შეძენის შესაძლებლობა.
4. პროდუქციის შესყიდვის პირობები
4.1. პროდუქციის შეძენის სურვილის შემთხვევაში, „მომხმარებელი“ ირჩევს „სისტემაში“ განთავსებულ მისთვის სასურველ პროდუქციას.
4.2. პროდუქციის შერჩევის შემდგომ, „მომხმარებელი“ ვალდებულია დაეთანხმოს „კომპანიის“ მიერ შემუშავებულ პროდუქციის წინარე ნასყიდობის ხელშეკრულებას (შემდგომში - „წინარე ნასყიდობის ხელშეკრულება“), რომლითაც განსაზღვრული იქნება პროდუქციის შესყიდვის ზოგადი პირობები.
4.3. „მომხმარებლის“ მიერ „წინარე ნასყიდობის ხელშეკრულების“ ელექტრონული სისტემის მეშვეობით დათანხმების შემდგომ, „მომხმარებელი“ ვალდებულია განახორციელოს „წინარე ნასყიდობის ხელშეკრულებით“ გათვალისწინებული ანგარიშსწორება.
5. მხარეთაუფლება-მოვალეობები
5.1. „კომპანია“ უფლებამოსილია:
5.1.1. ცალმხრივად შეცვალოს წინამდებარე „წესები და პირობები“ ნებისმიერ დროს და განათავსოს „საიტზე“. ამასთან, იმ შემთხვევაში თუ აღნიშნული ცვლილებები აუარესებს „მომხმარებლის“ მდგომარეობას, „კომპანია“ „მომხმარებელს“ დამატებით უგზავნის შეტყობინებას მის მიერ რეგისტრაციის დროს მითითებული ელექტრონული ფოსტის მისამართზე. „მომხმარებლის“ მიერ „სისტემის“ შემდგომი გამოყენება ჩაითვლება თანხმობად ცვლილებებსა და დამატებებზე.
5.1.2. შეწყვიტოს „მომხმარებლის“ „სისტემასთან“ წვდომა ნებისმიერ დროს ტექნიკური პრობლემის, შეცდომის, უზუსტობის, ავტორიზებული „მომხმარებლის“ მხრიდან უკანონო მოქმედებების განხორციელების ან სხვა მიზეზის გამო, რომელმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს „სისტემას“ ან თავად „კომპანიას“.
5.1.3. გააკონტროლოს „მომხმარებლის“ ყველა ქმედება და რაიმე დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, საკუთარი შეხედულებისამებრ, მიიღოს შესაბამისი ზომა, კერძოდ, დაბლოკოს „მომხმარებელი“ და შეუზღუდოს იმავე მონაცემების მქონე პირს ხელახალი რეგისტრაციის უფლება.
5.1.4. იმ შემთხვევაში, თუ „კომპანიისთვის“ ცნობილი გახდება, რომ „მომხმარებლის“ მიერ რეგისტრაციის დროს გამოყენებულ იქნა სხვა პირის მონაცემები ან თუ „მომხმარებლის“ მხრიდან განხორციელდება წინამდებარე „წესებით და პირობებით“ გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევა, „კომპანია“ უფლებამოსილია განახორციელოს „მომხმარებლის“ დაბლოკვა და შეუზღუდოს „მომხმარებელს“ (იმავე მონაცემების მქონე პირს) ხელახალი რეგისტრაციის უფლება.
5.2. „კომპანია“ ვალდებულია:
5.2.1. დაამუშავოს „მომხმარებლის“ მონაცემები საქართველოს კანონმდებლობისა და წინამდებარე „წესების და პირობებით“ გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად.
5.3. „მომხმარებელი”ვალდებულია:
5.3.1. „სისტემაში“ რეგისტრაციის დროს მიუთითოს რეალური, სრულყოფილი, ზუსტი და მხოლოდ მის შესახებ არსებული მონაცემები. აღნიშნული ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, თავად აგოს პასუხი „კომპანიის“ და მესამე პირების წინაშე.
5.3.2. დაიცვას წინამდებარე „წესები და პირობები“.
6. „მომხმარებლის“ პერსონალური მონაცემების დამუშავება/დაცვა
6.1. „კომპანია“ უზრუნველყოფს მისი კომპეტენციის ფარგლებში და მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე „მომხმარებლის“ პერსონალური მონაცემების დაცვას.
6.2. „მომხმარებელი“ როგორც პერსონალურ მონაცემთა სუბიექტი „სისტემაში“ რეგისტრაციით თანხმობას აცხადებს, და წინასწარ და ნებაყოფლობით უფლებამოსილებას ანიჭებს „კომპანიას“ „მომხმარებლისათვის“ „კომპანიის“ პროდუქციის/მომსახურების, „კომპანიაში“ დანერგილ სიახლეებთან და სპეციალურ შეთავაზებებთან დაკავშირებით, პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის შეინახოს და დაამუშავოს რეგისტრაციის პროცესში გამოყენებული „მომხმარებლის“ პერსონალური მონაცემები („მომხმარებლის“ სახელი გვარი, პირადი ნომერი, დაბადების თარიღი, საცხოვრებელი მისამართი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, ტელეფონის ნომერი) და „სისტემაში“ „მომხმარებლის“ მიერ განხორციელებული აქტივობები. აღნიშნული თანხმობა გაცემულად ითვლება „მომხმარებლის“ მიერ „სისტემაში“ რეგისტრაციის პროცესის დასრულებისას. ამასთან, „კომპანია“ ხსენებული მონაცემების შენახვას განახორციელებს იმ ვადამდე, სანამ „მომხმარებლის“ მხრიდან არ მოხდება სხვაგვარი მითითება წინამდებარე დოკუმენტითა და კანონმდებლობით განსაზღვრული წესით.
6.3. „მომხმარებელი“ უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოსთხოვოს „კომპანიას“ მისი პერსონალური მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა ან განადგურება, პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისათვის გამოყენების შეწყვეტა კომუნიკაციის ნებისმიერი საშუალებით - ცხელ ხაზზე დარეკვით:
032 224 42 42, წერილობითი შეტყობინების შემდეგ მისამართზე გაგზავნით: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი N137, ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე:
[email protected] ელექტრონული შეტყობინების გაგზავნით, თუ ისინი არასრულია, არაზუსტია, არ არის განახლებული ან თუ მათი შეგროვება და დამუშავება განხორციელდა კანონის საწინააღმდეგოდ ან თუ „მომხმარებელს“ სურს მისი პერსონალური მონაცემების პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისათვის გამოყენების შეწყვეტა. ასეთ დროს „კომპანია“ ვალდებულია მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნის მიღებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში გაასწოროს, განაახლოს, დაამატოს, დაბლოკოს, წაშალოს ან გაანადგუროს მონაცემები ან მონაცემთა სუბიექტს აცნობოს უარის თქმის საფუძველი.
7. დასკვნითი დებულებები
7.1. წინამდებარე წესებითა და პირობებით გათვალისწინებულ ურთიერთობებზე მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობა.
7.2. ნებისმიერი უთანხმოება, რომელიც შეიძლება წარმოიშვას მხარეთა შორის, უნდა გადაწყდეს მოლაპარაკების გზით, წინააღმდეგ შემთხვევაში, მხარეები მიმართავენ საქართველოში მოქმედ სასამართლოს.