შეავსე მარტივი ფორმა, ჩაეწერე ტესტ დრაივზე და გამოსცადე ვოლვოს უახლესი მოდელი. ავტომობილის გამოცდა შეგიძლიათ როგორც ჩვენს შოურუმთან, ასევე თქვენთვის სასურველ მისამართზე (home test drive).
ერთი მხრივ, შპს „სკანდინავიან ავტო თეგეტა“ (შემდგომში -
„გამყიდველი“/“მესაკუთრე“) წარმოდგენილი მისი დირექტორის, ლაშა ნარუსაშვილის
სახით და მეორე მხრივ, (შემდგომში
- „მყიდველი“) („მყიდველი“ და „გამყიდველი“ ცალ-ცალკე „მხარე“ და ერთობლივად „მხარეები“), ნების
თავისუფალი გამოვლენის
საფუძველზე, ვმოქმედებთ რა, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად,
ვდებთ წინამდებარე
"ავტოსატრანსპორტო საშუალების წინარე ნასყიდობის ხელშეკრულებას"
(შემდგომში - „წინარე ხელშეკრულება“) შემდეგზე:
წინამდებარე „წინარე ხელშეკრულების“ დადების წინაპირობას წარმოადგენს
შემდეგი გარემოებები:
გამყიდველი წარმოადგენს Volvo-ს ბრენდის ავტომობილების ოფიციალურ
იმპორტიორს საქართველოში;
წინამდებარე სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში მყიდველს განზრახული
აქვს, Volvo Car Sakartvelo-ს ვებ-გვერდის (https://volvocar.ge/)
(შემდგომში -
„ვებ-გვერდი“) მეშვეობით, Volvo-ს ბრენდის ავტომობილის (შემდგომში
„ავტომანქანა“/“ნივთი“) შეძენა, ხოლო გამყიდველი თანახმაა, რომ მყიდველს
გადასცეს აღნიშნული ავტომანქანა წინამდებარე ხელშეკრულების პირობების
შესაბამისად;
მყიდველსა და გამყიდველს შორის ნასყიდობის ძირითადი ხელშეკრულების
გაფორმება დამოკიდებულია მყიდველის მიერ წინამდებარე წინარე ნასყიდობის
ხელშეკრულების პირობების შესრულებაზე;
მხარეები გამოხატავენ მზაობას და ნებას ითანამშრომლონ „წინარე
ხელშეკრულებაში“ მითითებული ავტომობილის ნასყიდობის ძირითადი
ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებით და საქართველოს კანონმდებლობის
შესაბამისად დებენ წინამდებარე ხელშეკრულებას შემდეგზე:
მუხლი 1. ხელშეკრულების საგანი, მისი მიწოდების პირობები და ნასყიდობის
ფასი
1.1. მხარეები თანხმდებიან, რომ მყიდველის მიერ „ვებ-გვერდის“ მეშვეობით
ავტომანქანის (შემდგომში -“ნივთი“/“ნასყიდობის საგანი“) შერჩევისა და
წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ავანსის თანხის გადახდის შემთხვევაში,
წინამდებარე „ნასყიდობის წინარე
ხელშეკრულებით“ განსაზღვრული პირობების შესაბამისად, მხარეებს შორის დაიდება
ნივთის ნასყიდობის ძირითადი ხელშეკრულება (შემდგომში
-„ნასყიდობისძირითადი ხელშეკრულება“), რის საფუძველზეც ,,გამყიდველი“
„გადასცემს“, ხოლო „მყიდველი“ მიიღებს საკუთრების უფლებას ამავე მუხლის 1.2.
პუნქტით გათვალისწინებულ ნასყიდობის საგანზე.
1.2. მხარეები თანხმდებიან, რომ ნასყიდობის საგანს წარმოადგენს
ავტოსატრანსპორტო საშუალება - Volvo EC40 ultimate, რომლის
ღირებულებას
შეადგენს: 131,796 ლარს.
მყიდველის
მიერ შერჩეული ავტოსატრანსპორტო საშუალების დეტალური მონაცემები -
მარკა, მოდელი, გამოშვების წელი, ვინ კოდი, ანგარიშსწორების წესი,
საქონლის მიწოდების ვადა და სხვა პირობები მითითებული იქნება მხარეთა
შორის გაფორმებულ ნასყიდობის ძირითად ხელშეკრულებაში.
1.3. მხარეები თანხმდებიან, რომ „წინარე ნასყიდობის ხელშეკრულების“ საფუძველზე
მყიდველი ვალდებულია წინამდებარე ხელშეკრულების გაფორმებისთანავე გადაუხადოს
გამყიდველს ავანსის თანხა, რაც შეადგენს 200000
ლარს.
1.4. „მყიდველის“ მიერ 1.3 პუნქტით გათვალისწინებული ავანსის თანხის სრულად
გადახდის შემთხვევაში, „გამყიდველი“ ვალდებული იქნება „მყიდველისთვის“
უზრუნველყოს „ავტომობილის“ დარეზერვება თანხის სრულად გადახდის მომენტიდან 10
(ათი) კალენდარული დღის ვადით.
1.5. თავის მხრივ, „მყიდველი“ ვალდებული იქნება „გამყიდველის“ მიერ ავანსის
თანხის სრულად გადახდის მომენტიდან 10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში
უზრუნველყოს „გამყიდველთან“ ნასყიდობის ძირითადი ხელშეკრულების გაფორმება და
„ნასყიდობის საგნის“ ღირებულების დაფარვა ნასყიდობის ძირითადი ხელშეკრულების
პირობების შესაბამისად.
1.6. იმ შემთხვევაში, თუ „მყიდველი“ წინამდებარე „წინარე ნასყიდობის
ხელშეკრულების“ გაფორმებიდან არაუგვიანეს 3 (სამი) კალენდარული დღის ვადაში არ
ჩარიცხავს ავანსის თანხას სრულად „მყიდველის“ ანგარიშზე, „წინარე ნასყიდობის
ხელშეკრულება“ ჩაითვლება შეწყვეტილად და „გამყიდველი“ უფლებამოსილი იქნება არ
განახორციელოს ავტომობილის დარეზერვება „მყიდველის“ სახელზე და ვალდებული
იქნება უზრუნველყოს „მყიდველის“ მიერ ავანსის სახით არასრულად ჩარიცხული
თანხის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) „მყიდველისთვის“ უკან დაბრუნება.
1.7.
„მყიდველის“ მიერ ქონების შესყიდვაზე უარის თქმის შემთხვევაში, ან/და
წინამდებარე ხელშეკრულების მოქმედების „მყიდველის“ მიერ ცალმხრივად
შეწყვეტის შემთხვევაში, თუ ხელშეკრულების შეწყვეტა არ არის განპირობებული
„გამყიდველის“ მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი რომელიმე ვალდებულების
დარღვევით, ასევე, „გამყიდველის“ მიერ ხელშეკრულების ვადაზე ადრე
შეწყვეტის შემთხვევაში, რაც განპირობებულია „მყიდველის“ მიერ
ხელშეკრულებით გათვალისწინებული რომელიმე ვალდებულების დარღვევით, „
მყიდველის“ მიერ ავანსის
სახით გადახდილი თანხის 10% სრულად დარჩება საკუთრებაში გამყიდველს, ხოლო
ავანსის თანხის 90% დაექვემდებარება „მყიდველისთვის“ უკან დაბრუნებას.
მუხლი 2. მხარეთა პასუხისმგებლობა
მხარეები ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად და სრულად, ხელშეკრულების
პირობებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით, შეასრულონ
ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები.
მუხლი 3. ხელშეკრულების მოქმედების ვადა და შეწყვეტა
3.1. ხელშეკრულება ძალაში შედის მხარეთა მიერ მისი ხელმოწერის მომენტიდან და
მოქმედებს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებისა და მოვალეობების სრულ და
ჯეროვან შესრულებამდე;
3.2. ხელშეკრულება შეიძლება ვადაზე ადრე შეწყდეს:
ა) მხარეთა ორმხრივი წერილობითი შეთანხმების საფუძველზე;
ბ) გამყიდველის ინიციატივით ცალმხრივად, იმ შემთხვევაში თუ ადგილი აქვს
მყიდველის მიერ წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების
დარღვევას;
გ) წინამდებარე ხელშეკრულებით ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა
შემთხვევებში.
მუხლი 4. დავის გადაწყვეტის წესი
4.1. ხელშეკრულების მხარეთა შორის წარმოშობილი ნებისმიერი დავა უნდა გადაწყდეს
ურთიერთმოლაპარაკების გზით.
4.2. მხარეთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში დავა განსახილველად გადაეცემა
საქართველოს სასამართლოს, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
4.3. მხარეები თანხმდებიან, რომ დავის სასამართლოს გზით გადაწყვეტის
შემთხვევაში „გამყიდველის“ სასარგებლოდ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ
მიღებული გადაწყვეტილება ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას საქართველოს
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 11 ნაწილის
შესაბამისად.
მუხლი 5. სხვა დებულებები
5.1 წინამდებარე „წინარე ნასყიდობის ხელშეკრულებაში“ ცვლილებების
განხორციელება შესაძლებელია მხარეთა წერილობითი შეთანხმების საფუძველზე.
5.2 მხარეები თანხმდებიან, რომ წინამდებარე ხელშეკრულების ფარგლებში მხარეთა
შორის კომუნიკაცია, შესაძლოა განხორციელდეს ელექტრონული შეტყობინებების
მეშვეობით, წინამდებარე ხელშეკრულებაში მითითებული ელექტრონული ფოსტის
მისამართებიდან შეტყობინებების გაგზავნის გზით, რასაც ექნება ისეთივე
იურიდიული ძალა, რაც მხარეთა მიერ ხელმოწერილ ხელშეკრულებას, შეთანხმებას და
წერილობით შეტყობინებებს.
5.3 „წინარე ნასყიდობის ხელშეკრულება“ გაფორმებულია ელექტრონულად და
„მყიდველის“ მიერ წინამდებარე „წინარე ნასყიდობის ხელშეკრულებაზე“ ელექტრონული
თანხმობის ღილაკზე ხელის დაჭერით დასტურდება, რომ „მყიდველი“ გაეცნო და
დაეთანხმა წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს და წარმოეშვა
მასში გათვალისწინებული უფლებები და მოვალეობები.