საქონლის მიწოდების წესი

საქონლის მიწოდების წესი

1.      „მომხმარებლისთვის“ Volvo Car Sakartvelo-ს ვებ-გვერდის (https://volvocar.ge/ ) მეშვეობით შერჩეული საქონლის მიწოდება განხორციელდება „მომხმარებელსა“ და „კომპანიას“ შორის გაფორმებული „ავტოსატრანსპორტო საშუალების წინარე ნასყიდობის ხელშეკრულებისა“ და „ნასყიდობის ძირითადი ხელშეკრულებით“ გათვალისწინებული პირობების შესაბამისად; 
2.      საქონლის მიწოდების ადგილს წარმოადგენს „კომპანიის“ იურიდიული მისამართი:  საქართველო, ქ. თბილისი, საბურთალოს რაიონი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, N 137. 
3.      საქონლის მიწოდების ვადა განისაზღვრება ინდივიდუალურად, „მომხმარებელსა“ და „კომპანიას“ შორის არსებული შეთანხმების შესაბამისად, „ნასყიდობის ძირითადი ხელშეკრულების“ საფუძველზე. 
4.      „კომპანიას“ „მომხმარებლისთვის“ ავტომობილის მიწოდების და საკუთრებაში გადაცემის ვალდებულება წარმოეშვება მხოლოდ მას შემდეგ, რაც „მომხმარებელი“ სრულად გადაიხდის „ავტომობილის“ ნასყიდობის საგნის სრულ ღირებულებას.
5.      ავტომობილის ღირებულების გადახდა „მომხმარებელს“ შეუძლია როგორც უნაღდო, ასევე, ნაღდი ანგარიშსწორების მეშვეობით. კომპანიის საბანკო რეკვიზიტებია:  
Ø  ბანკი: სს „თიბისი ბანკი“
Ø  ბ/კ: TBCBGE22
Ø  ა/ა: GE12TB7937836020100004
6.      ავტომობილის ღირებულების სრულად გადახდის შემდგომ, „კომპანია“ უზრუნველყოფს სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში ავტომობილის „მყიდველის“ სახელზე გადაფორმებას.